რამდენი მილიონია მწერალთა სახლის ბიუჯეტი, რომელსაც “ოცნების” დეპუტატი უხელმძღვანელებს?

რამდენი მილიონია მწერალთა სახლის ბიუჯეტი, რომელსაც “ოცნების” დეპუტატი უხელმძღვანელებს?

კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით მწერალთა სახლის ახალ დირექტორად ქართული ოცნების დეპუტატი ქეთევან დუმბაძე დაინიშნა. ის უფლება-მოვალეობების შესრულებას 2023 წლის 4 სექტემბრიდან შეუდგება.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლისთვის მწერალთა სახლის სახელმწიფო დაფინანსება 1,977,000 ლარით არის განსაზღვრული, ხოლო უწყების ხარჯები 1,959,000 ლარით განისაზღვრება. წელს უწყების სახელფასო ფონდი 488,000 ლარი იქნება.

აქამდე, მწერალთა სახლს ნატა ლომოური ხელმძღვანელობდა, რომელმაც 3 აგვისტოს განაცხადა, რომ მას სამინისტროდან აცნობეს, რომ საქმიანობის “ვადა ეწურებოდა”, ამასთან ლომოურმა აღნიშნა, რომ მწერალთა სახლს კულტურის სამინისტროდან მუდმივად ექმნებოდა სირთულეები.

“2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, შეუწყდება საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქეთევან დუმბაძეს ულოცავს მწერალთა სახლის დირექტორად დანიშვნას და უსურვებს წარმატებებს.

ქეთევან დუმბაძე ამჟამად საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრია,”- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…